თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რადგან ძალიან ბევრი ისეთი კითხვაა, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც თამაზაშვილი აცხადებს, იმ ადგილზე, სადაც გარდაცვლილის იპოვეს, ოჯახი მთელი კვირის განმავლობაში დადიოდა. მისივე თქმით, ოჯახი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას დაელოდება და შეადარებს.

„თვითმკვლელობის ვერსია არ იქნება მისაღები. ძებნა გაჭიანურდა დროში, გვაინტერესებს რატომ. შაბათ დილით მოხდა ეს შემთხვევა, იმავე საღამოს დაფიქსირდა პოლიციაში განაცხადი, რომ გოგონა დაიკარგა, კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით ძებნას. ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო, რადგან გვითხრეს, რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვერ დავიწყებთ ძებნასო. ერთ-ერთი პირველი იყო გოლთეთი, სადაც შევედით, გამოვკითხეთ იქაურები. მათ აღგვიწერეს გოგონა, აღგვიწერეს მანქანა რომ შემოვიდა, შემდეგ დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას, პოლიცია მოვიყვანეთ და მერე გაესაუბრნენ გოლთეთის მცხოვრებლებს. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს. პოლიციისგან სრულ ვაკუუმში ვიყავით და გზის გადაკეტვაც ამან გამოიწვია, უნდობლობას ვუცხადებდით პოლიციას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button