ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 150 ადამიანია ინფიცირებული

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 907. გარდაცვლილი – 16. კარანტინის რეჟიმში – 5724. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. კლინიკაში ერთი შესაძლო ახალი შემთხვევა იყო, თუმცა ვირუსზე ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

პაციენტების უმეტესი ნაწილის ზოგადი მდგომარეობა მსუბუქია. ათ კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button