15 მილიონი კოვიდინფიცირებული მსოფლიოში და 613 000-ზე მეტი გარდაცვლილი – COVID-19-ის ეპიცენტრი ისევ შეერთებული შტატებია

წითელი ზონა და “კოვიდ19”-ის ეპიცენტრი ისევ შეერთებული შტატებია.  ბოლო 24 საათში ამერიკაში 63 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 372 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შტატებში კორონავირუსის 3 840 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 150 000-ს აღწევს.

მსოფლიო კორონარუკაზე მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 632 ადამიანი. სულ დაავადება 2 მილიონ 118 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 80 000-ზე მეტი ვურისს ემსხვერპლა.

მილიონ 200 000 ინფიცირებულითა და 28 000-ზე მეტი გარდაცვლილით მსოფლიოში მესამე ადგილზე-ინდოეთია. ინფიცირების დიდი წილი ქალაქ დელიზე მოდის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მასშტაბური გავრცელება ქალაქში მჭიდრო დასახლებამ
გამოიწვია.

ევროპაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ “კოვიდ-19”-ით ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. საფრანგეთში ბოლო მონაცემებით, კოვიდინფიცირების 180 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 000-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთში დაავადების გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა კატალონიისა და არაგონის რეგიონებში ფიქსირდება.

ევროპაში ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად 750 მილიარდი ევრო დაიხარჯება. გადაწყვეტილება 5 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ვიდრე ევროპა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, კორონავირუსის შემთხვევები იზრდრება ავსტრალიაში. მხოლოდ მელბურნში ინფიცირების ახალი 374 შემთხვევა გამოვლინდა. შტატის მასშტაბით ახალი რეგულაციები თავიდან ამოქმედდა. ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 13 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, გარდაიცვალა 126 პაციენტი.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებააა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 153 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობაში ამბობენ, რომ მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა.

ბოლო 24 საათში თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი ათასმდე გაიზარდა. აზერბაიჯანაში 369-ით, სომხეთში კი 27-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომლებს შორისაც პირბადის გამოყენება უალტერნატივოა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 მილიონია, გარდაცვლილია 613 000-ზე მეტი ადამიანი. კრიტიკულად მძიმეა 64 000 პაციენტის მდგომარეობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button