ოჯახის ადვოკატის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამ 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ დაენახათ.

აღენიშნება თუ არა დაზიანება ცხედარს, ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილშია მოთავსებული და ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტები არიან. მანქანას გახსნიან და ცხედარს გადმოიყვანენ, შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და დადგინდება, რისგან გარდაიცვალა. უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება“, – აცხადებს ადვოკატი.

როგორც მან აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელეზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. ადვოკატის თქმით, ის ვერსიებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button