თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს – ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი , თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი გოგონას მამა და ოჯახის წევრები  შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. როგორც
ოჯახის ახლობლების აცხადებენ, თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილს არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავს. ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რატომ წავიდოდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. აცხადებენ რომ გარდაცვლილი კომპანია “ზეგში“ იყო დასაქმებული. გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე კი , სამუშაო ადგილი განცხადების საფუძველზე დატოვა. მშობლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რას საქმიანობდა 23 გოგონა.

ასევე, მამამ მედიასთან შვილის კუთვნილ კომპიუტერთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. მამა ამბობს, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას უთხრა, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა რას გულისხმობდა, მშობლისთვის არ დაუკონკრეტებია.

“მთელი ღამე ვრეკავ, არ მპასუხობს. კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო. არ უთქვია რა პრობლემის, ამიტომ მისკდება გული. ეს იყო გუშინ. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, ის პირი მეუბნება ამას. როდესაც განერვიულებული მოდიოდა, მითქვამს, რა არის შვილო, რა ხდება-თქო, მაგრამ არ უთქვია ჩემთვის არაფერი,“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button