დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს.
როგორც გოგონას დედა აცხადებს, ოთხი დღეა დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“,-აცხადებს გოგონას დედა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.

საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.

თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button