საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. პაციენტი 70 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button