
ზაურ დარგალი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი გუნდის ღირებულებები, რაც დაფუძნებულია მოქალაქის კეთილდღეობაზე, უფრო გაძლიერდეს
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი გუნდის ღირებულებები, რაც დაფუძნებულია მოქალაქის კეთილდღეობაზე, უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულ-გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად რეგიონში დაწყებული პროგრესი გაგრძელდება.
„ჩვენ გუნდთან ერთად მარნეულ-გარდაბნის ოლქში გაგრძელდება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უკვე დაწყებულია“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.