იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ.

საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ.

გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. საბჭოში სულ 6 კანდიდატს უნდა მოუსმინონ. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს. შერჩეულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button