15 ივლისიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება – მსურველები დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ [ფოტო]

15 ივლისიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. ყველა მსურველს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლება.  ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელს რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება“, – აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button