კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდასტურდა – ყველა მათგანი იმპორტირებულია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ცხრავე შემთხვევა იმპორტირებულია.

ინფიცირებულთაგან  5 პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

“დღეის მონაცემებით დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 986; 9 ახალი დადასტურებული შემთხვევით გახდა 995. გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემებით არ გვყავს.

9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი.
ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპზე, კორონავირუსის ინფექციით 25 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, 2 სომხეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 1 რუსეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე. სამივე პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button