საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ქარელის მიმდებარედ დღეს უკვე მეორედ შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა.

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ – წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქტივობა ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა.

ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

იქამდე, 05:54 საათზე ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთ, 21კმ-ში. სოფელ ლევიტანასთან 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button