აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა. ,-ამის შესახებ დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თავდაპირველად ვირუსი არ დაუდასტურდა, ახლა კი ოჯახის 5 წევრი, მძღოლის ჩათვლით, ინფიცირებულია.
ოთხი ინფიცირებული ამ დროისთვის თბილისშია, გადაყვანილი.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button