დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„უსამართლო დევნასთან, დაკავებასა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების ფონზე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეუმსუბუქოს მას განაჩენი. როჯერ სტოუნი გახდა მემარცხენეებისა და მათი მედიის მსხვერპლი, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთთან გარიგებაზე ჭორებს ავრცელებდენ, რათა პრეზიდენტ ტრამპისთვის მიეყენებინათ ჩრდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როჯერ სტოუნს ბრალი შვიდი მუხლით 2019 წლის 25 იანვარს წაუყენეს, შემდეგ კი 250 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ყალბი ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის მცდელობასა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ.

გამოძიების მტკიცებით, სტოუნი ვებგვერდ WikiLeaks-ისგან დემოკრატიული პარტიაზე კომპრომატების მიღებას ცდილობდა, რათა ტრამპს ეს მასალები წინასაარჩევნო კამპანიაში გამოეყენა. სტოუნმა ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

29 თებერვალს ტრამპის ყოფილ მრჩეველს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო საპატიმროში მისი გადაყვანა რამდენჯერმე გადაიდო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, როჯერ სტოუნი საპატიმროში 14 ივლისს უნდა გადაეყვანათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button