ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

აბიტურიენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია ყველა შესაბმისი ზომა, ინფიცირებული კლინიკაშია. მასთან შემხებლობაში მყოფთაგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი – დაკვირვების ქვეშ და ნაწილი შესაძლოა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 973 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 846 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რადგან დღეს გახდა ცნობილი, რომ ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის ეს მონაცემი 31-ს შეადგენს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button