ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობა აქვს.

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button