ხვალ პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხვალ სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ანგარიშითავისი შინაარსით არის ძალიან დატვირთული და ფაქტობრივად ყველა მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებს სიღრმისეულად ეხება.

„რა თქმა უნდა, ეს არის ღია ანგარიში და ამის უკან დგას თავისთავად ცხადია საიდუმლო ოპერატიული საქმიანობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და შეიცავს იმ დეტალებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პარლამენტის წევრებს, რამდენადაც მნიშვნელოვანწილადაა ამ უწყების საქმიანობაზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მინდა გითხრათ, რომ ეს უწყება წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მათ შორის აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და არაერთ ანგარიშშია ეს მოხსენებული, ისევე როგორც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და სხვა წამყვანი ქვეყნების. ამიტომ მე მივესალმები ამ აღიარებას და ცხადია, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ჩვენ გვექნება მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ასევე, რა თქმა, უნდა ჩვენ მიმოვიხილავთ კონტრსადაზვერვო ანტიტერორისტულ საქმიანობას, საფრთხეებს, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვისაუბრებთ და ასევე ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button