სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის მოსკოვის ცესკა-ში გადასვლას გამოეხაურა. საქართველოს პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თორნიკე შენგელიამ რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button