სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, სურამში 34 წლის კაცმა 30 წლის ცოლი გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა. შსს-ს თანამშრომლებმა კაცი მალევე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button