პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე უარს აცხადებენ

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე პირბადის ტარება რეკომენდაციაა და არა ვალდებულება.

„არ მესმის, უბრალოდ, არ მესმის. ეს ხომ ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ პირბადეს არ ატარებთ, არ იბანთ ხელს, არ იცავთ სოციალურ დისტანციას, მაშინ პატივს არ გცემთ. თქვენ არგუმენტებს არ ვიზიარებ“, – განაცხადა მსახიობმა, რომელმაც მეუღლე რიტა უილსონთან ერთად კორონავირუსი აპრილში დაამარცხა.

აშშ-ში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რეკომენდაციების შესრულება საკამათო საკითხია. პირბადის ტარების წინააღმდეგ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ აზრი შეიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button