კენიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლები 2021 წლამდე არ გაიხსნება

კენიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლები 2021 წლამდე დახურული იქნება და იმუშავებენ იმაზე, თუ როგორ გახადონ ინლაინსწავლება ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, გაუქმდა ფინალური გამოცდები, რომელიც, როგორც წესი, ოქტომბერსა და ნოემბერში ტარდება.

შეზღუდვა არ ეხება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს. აქ სწავლა სექტემბრიდან გაგრძელდება, თუმცა მკაცრი მითითებების დაცვა მოუწევთ.

კენიაში სკოლები მარტის შუა რიცხვებში დაიხურა.

ქვეყანაში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. სულ მცირე 164 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button