კახა კალაძე: მალე თბილისში ყვითელ ავტობუსებს ახალი, თანამედროვე ტრანსპორტი ჩაანაცვლებს

დედაქალაქის მერის განცხადებით, მალე თბილისში ყვითელ ავტობუსებს ახალი, თანამედროვე ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ, როგორც დაგპირდით, ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button