დღეს დილიდან მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი განახლდა

დღეს დილიდან მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი განახლდა.

გუშინ, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

შექმნილია სამუშაო შტაბი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, პოლიცია, ხელისუფლებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button