39 წლის ქალს, რომელიც შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ

39 წლის ქალს, რომელიც შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ.

აღნიშნულის შემდეგ სასამართლო მის აღკეთ ღონისძიებაზე ისმჯელებს. ადვოკატისთვის ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიცია უცნობია.

დაკავებული საიდახომ მაჰმედოვა უზბეკეთის მოქალაქეა. ის ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ოჯახში კიდევ ორი არასწრულოვანია. სოცმუშაკები მათ მდგომარეობას სწავლობენ.

გამოძიების ინფორმაციით, 9 წლის გოგონაზე დედამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. ბავშვს სხეულზე ტრავმები აღენიშნება. ფაქტის შესახებ პოლიციას დედის ახლობელმა აცნობა.

სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი უსაფრთხო გარემოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ბათუმში დედის მიერ 9 წლის გოგონას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 6 ივლისს დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button