ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.
გამოცემის ცნობით, რობოტს ერიკა ჰქვია. ფილმში „ბეტა“ მოთხრობილია, თუ როგორ შეიქმნა იდეალური ადამიანის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ).
სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერი რობოტ ერიკას ლაბორატორიიდან გაქცევაში ეხმარება. ფილმის ბიუჯეტი $70 მილიონია.