გერმანიის ოთხგზის ჩემპიონმა ბრემენის „ვერდერმა” ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონმა ბრემენის „ვერდერმა” ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ფლეი-აუტში ბრემენელებსა და „ჰაიდენჰაიმს” შორის გამართული პირველი მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, გუშინ კი „ვერდერმა” გასვლაზე ამ გუნდთან ფრედ, 2:2 ითამაშა და ელიტაში ადგილი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეინარჩუნა.

მესამე წუთზე სტუმრები ტერკაუფის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რასაც 85-ე წუთზე მასპინძლებმა კლაინდენსტის ბურთით უპასუხეს. შეხვედრის კომპენსირებულ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და თამაში ფრედ დასრულდა.

„ვერდერი” ბუნდესლიგიდან ქვედა დივიზიონში 40 წელია არ დაქვეითებულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button