აშშ-ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს – ამის შესახებ ქვეყის სახელმწიფო მდივანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ-ს ამ თემისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისივე თქმით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button