ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღონეთის ავტონომიურ რაიონში მდებარე ბაიან-ნურის ოლქის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი პაციენტი გახდა, რომელმაც შავი ჭირის სიმპტომებით ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მოუწოდებენ, არ ინადირონ და არ მიირთვან ცხოველის ხორცი, რომლებიც შესაძლოა დაავადების გადამტანები გახდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button