მაია ცქიტიშვილმა და პიტერ სიიარტომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი ვიზიტი შედგა. უნგრეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და მხარს გვიჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის კურატორ სამინისტროს, საშუალება გვქონდა, გვესაუბრა უნგრულ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, წყლის სექტორის განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საუბარი ასევე შეეხო ქართული და უნგრული მხარეების თანამშრომლობის პერსპექტივას 100 მილიონ დოლარის ოდენობის პაკეტის ფარგლებში, რომელიც უნგრეთის მთავრობამ ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button