ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელეს

როგორც გამოცემა წერს, სასოფლო სამეურნეო მიწების მიმართულებით განხორციელებული დარტყმები მიწისქვეშა სარაკეტო გამშვებ დანადგარებს უკავშირდება.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მათი სამიზნეები, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურები იყო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, 5 ივლისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ორი რაკეტა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაუშვეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ ჰაერში მესამე რაკეტაც დააფიქსირეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button