წყალდიდობა იაპონიაში – დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, ხოლო ათამდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუ-სიუზე ძლიერ წყალდიდობას  მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობა და მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ წარმოქმნა.

ადგილობრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ასეთი წვიმა არასდროს უნახავთ რეგიონში.

ხელისუფლებამ 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, სამაშველო ოპერაციაში 10 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

მთავრობა მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button