7 – ივლისიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვაკის პარკის, ღია კინოთეატრის სივრცესში ორ სპექტაკლს წარმოადგენს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვაკის პარკის, ღია კინოთეატრის სივრცესში ორ სპექტაკლს წარმოადგენს
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, მონაწილეობას იღებს „კლუბ 33 ა“ -მიერ ორგანიზებულ ფესტივალ-აქციაში, რომელიც 7 ივლისიდან ვაკის პარკის, ღია კინოთეატრის სივრცეში გაიმართება.

9 ივლისს, მოზარდელები ორ სპექტაკლს წარმოადგენენ. ერთი სპექტაკლი განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის, მეორე კი მოზარდებისთვის.
„გვესტუმრეთ ზღაპართა ქვეყანაში“- ასე ქვია სპექტაკლს, რომელშიც თავმოყრილია ყველაზე პოპულარული სპექტაკლებიდან მუსიკალური ნომრები.

დასაწყისი: 18:00 საათზე, ხოლო 22 საათზე, წარმოდგენილი იქნება შექსპირის კომედია „აურზაური არაფრის გამო“.

ადგილები შეზღუდულია. ბილეთები იყიდება Tkt.ge-ზე.

/NEWSPLUS.GE/

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button