„ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

,,ლელო ზრუნავს“ კამპანიის ფარგლებში, პარტიის ბათუმის ოფისის იურისტები ამხანაგობა „ძალა ერობაშია 2006“ – ის წევრებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

ამხანაგობის წევრებმა პროკურატურას უკვე მიმართეს.
საჩივარი ბათუმის მერის უკანონო გადაწყვეტილებას და ინასარიძის #24-ში მშენებელი კომპანია „როიალ ბულდინგი“ – მიერ, ევკალიპტის ხეების გაჩეხვას ეხება.

,,შესწავლილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა ისე, რომ არ გამოუკვლევია რამდენად შესაძლებელი იყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა, როცა მიწის საფარზე გაშენებული იყო მრავალწლიანი ევკალიპტის ხეები, რაც ქალაქის მერის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს იძლევა. ასევე იკვეთება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგანაც გასულ წელს, გაიცა საჯარო დაპირება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო რეკრეაციული ზონა, რასაც ადასტურებს საინფორმაციო დაფაზე განთავსებული პროექტი – განაცხადა ლელოს წევრმა მაკა ცინცაძემ.

,, ლელოს” მტკიცებით ლაშა კომახიძემ მშენებლობის ნებართვა გასცა ისე, რომ არ ჰქონდათ შესწავლილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პირობები. რამაც განაპირობა მრავალწლიანი ევკალიპტის ნარგავების მოჭრა ინასარიძის 24–ში. რითაც დაირღვა ამხანაგობის“ ძალა ერთობაშია 2006“ წევრების უფლება, (საზოგადოებრივი სივრცის წართმევა და ბუნების განადგურება).

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button