ბათუმში COVID-19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში, COVID-19 ახალი შემთხვევა დღეს, 3 ივლისს დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
მათი ინფორმაციით,, შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებული საკარანტინო სივრცეში იყო.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მამაკაცი თურქეთიდან შემოვიდა. 14 დღის განმავლობაში კარანტინში იყო, გასვლის წინ ჩატარებული გეგმიური კვლევის დროს კი მას covid-19 დაუდასტურდა.

პაციენტი ამ დროისთვის ბათუმის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button