24 წლის მამაკაცმა, ამავე ასაკის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა – სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა.

როგორც შსს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გუშინ მოხდა, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button