ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია და ემორჩილება მართვას

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია და ემორჩილება მართვას – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეისთვის საქართველოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86%-ია, კლინიკებში კი 119 კოვიდინფიცირებული მკურნალობ. მისივე თქმით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება.

“ყველა შემოსული ადამიანისთვის 2-კვირიანი კარანტინი სავალდებულოა, შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button