არჩილ ძულიაშვილის ინიციატივით, გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები დაურიგდა

ინდოეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის ქალაქ მუმბაიში და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოების ინიციატივითა და ორგანიზებით, 2020 წლის 25 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოში საქველმოქმედო აქცია განხორციელდა.

საქველმოქმედო აქცია მიზნად ისახავდა საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ასევე მარტოხელა მრავალშვილიანი დედებისათვის და კორონა ვირუსის პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის დახმარების სახით საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭირო ნივთების გადაცემას.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დახმარება გაეწია ოზურგეთის, აჭარის, სვანეთის, დუშეთის, გორის და კახეთის მოსახლეობას, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ხევში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორ პანსიონატს, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს და საქართველოში მცხოვრებ, სამი სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს.

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის განცხადებით, სიკეთე გადამდებია და მსგავსი საქველმოქმედო აქციები უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელდება.

/Newsplus.ge/

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button