დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს – დავით ზალკალიანი

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას განიხილავს. მისივე თქმით, გადაწყევტილება საბოლოო ჯერ მიღებული არ არის, დიდი ალბათობით საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს.

“ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები – თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთაზე, ეს იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას მოყვება შესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი რეგულაციები და იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული ბრიუსელში. ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button