რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინფორმაციით, კორონავირუსით მისი უწყების 40-მდე თანამშრომელი დაავადდა, ერთი კი გარდაიცვალა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინფორმაციით, კორონავირუსით მისი უწყების 40-მდე თანამშრომელი დაავადდა, ერთი კი – გარდაიცვალა.

ლავროვმა ამის შესახებ ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დაავადდნენ როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე – ტერიტორიული ერთეულების განყოფილების თანამშრომლებიც. ერთ-ერთი მათგანი, 62 წლის მამაკაცი კი ვირუსმა იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 641 156 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციას 9 166 ადამიანი ემსხვერპლა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button