ნათია თურნავა: მეზღვაურობა სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში საკვანძო პროფესიად გამოცხადდა

დღეს, როდესაც მსოფლიო და საქართველო ამ ახალ, გლობალურ გამოწვევას ებრძვის, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად ვართმევთ თავს, – ასე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მეზღვაურებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

მისი თქმით, არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ გაჩერებულა ჩვენი პორტების მუშაობა.

„მეზღვაურის პროფესია სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, რათა ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. ყველაზე პირველებმა თქვენ დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია ტურისტულად, არამედ ჩვენ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი ვართ. არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ გაჩერებულა ჩვენი პორტების მუშაობა. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ამან შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადაგვატანინა ეს რთული დღეები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევით, მაგრამ დიდწილად თქვენი მონდომებით რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში. თქვენ ხართ ჩვენი სახე საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ძლიერი, ძალიან მამაცი და პროფესიონალური სახე. ამიტომაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში თუკი რამე გვევალება თქვენ სფეროში, პრაქტიკულად ყველა დირექტივა დანერგილია და ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ ამ მიმართულებით“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button