თბილისში, ისნის რაიონში ხის ბარაკი დაიწვა

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარი იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია ხის ბარაკი.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button