აჭარაში კოვიდინფექციის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში დაფიქსირებული COVID19-ის ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან, კოვიდინფექცია 2 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ორივე ინფიცირებული მძღოლია. რომლებიც საზღვრიდან ცხელების ცენტრში გადაიყვანეს და ვირუსის დადასტურების შემდეგ „მედალფაში“ მოათავსეს. მათ კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსოს შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button