საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 3 დაემატა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 3 დაემატა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ვირუსი 924 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 15 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 785.

კორონავირუსი დღეს სოფელ მეტეხის მკვიდრს დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მედდად მუშაობს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button