,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს სამოქალაქო განვითარბისთვის ახალგაზრდა წარმატებული იურისტი ზვიად გეთია მიიღებს

წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება.

სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პროექტის 21 კაციანი საკოორდინაციო საბჭო ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს მიანიჭებს.

პერსონა სამოქალაქო სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულია, რომელიც გასულ წლებში მიღებული აქვთ ჯიტა გულუას, გელა ტყეშელაშვილს, ირმა კახიძეს, ცოტნე ანანიძეს და სხვებს.

,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს სამოქალაქო განვითარბისთვის ახალგაზრდა წარმატებული იურისტი ზვიად გეთია მიიღებს, მისი ბიოგრაფია დაჯილდოების ცერემონიალის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ კომპანია ,,გეთო ფროჯექთი“ -ის დამფუძნებლს და გენერალურ დირექტორს, იურისტ ზვიად გეთიას ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე სამოქალაქო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის.

” გეთო ფროჯექთი” ქართული იურიდიული ფირმა არის, რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ფირმა მაქსიმალურად ორიენტირებული არის თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე.

კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით და ასევე კომპანია თანამშრომლობს სამართლის ექსპერტებთან და ამ დარგის სხვა სპეციალისტებთან მჭიდროდ, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას იყოს კონკურენტ უნარიანი. კომპანიას არსებობის მანძილზე წარმატებით ნაწარმოები აქვს იურიდიული პროექტები და მსათან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების საქმეები.
კომპანია გთავაზობთ იურიდიული ხასიათის სრულ მომსახურებას სამართლის ყველა ძირითად დარგში. საქმიანობის ფარგლები არ არის შეზღუდული მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით – “გეთო ფროჯექთი” გთავაზობთ იურიდიული ხასიათის საკითხების მოგვარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი დავების წარმართვას საქართველოს და უცხო ქვეყნის სასამართლოებში, ადგილობრივ თუ უცხოურ არბიტრაჟში, საერთაშორისო სასამართლოებში.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
სამოქალაქო სამართალი , ადმინისტრაციული სამართალი , ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი , წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებში , შრომის სამართალი , სააღსრულებო სამართალი , სანივთო სამართალი , ბიზნეს სამართალი , სამეწარმეო და კორპორაციული სამართალი , ვალდებულებითი სამართალი , სახელშეკრულებო სამართალი , საოჯახო- მემკვიდრეობითი სამართალი.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამართლებრივი დასკვნების, კანონპროექტების , პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

კომპანიის გუნდი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს – ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.

კომპანია წარმოადგენს და იცავს კლიენტის ინტერესებს სასამართლოს დარბაზსა თუ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სახელმწიფო და კერძო სუბიექტებთან ურთიერთობებში.

ზვიად გეთია იურისტი, იურიდიული კომპანია ” გეთო ფროჯექთი” – ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 30 წლის დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. 2009 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლა. 2009 წელს ჩაირიცხა საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მცენიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში ქ. თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტის პოზიციაზე. 2017 დან 2019 წლის 09 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში ქალაქ ზუგდიდის საგანამანთლებლო რესურსცენტრში მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად (იურისტი).
2015 წლის 25 მაისიდან 2015 წლის 05 ივნისამდე ქალაქ ერევანში გაიარა ტრენინგი -სემინარი თემაზე- seminar youth policies change.
2017 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 09 თებერვლამდე ვიყავი „ევროპული ენების ინსტიტუტიდან საერთაშორისო პროგრამით „ტურიზმის მენეჯმენტი ქალაქ შვერინში (გერმანია) სადაც გავიარე წარმატებით 3 (სამი) თვიანი პრაქტიკა სასტუმრო golchener hof–ში
2018 წლის 15 ივლისიდან ა/წ 09 ოქტომბრამდე იყო თსუ-ს უცხოური ენების ცენტრიდან საერთაშორისო პროგრამით „ტურიზმის მენეჯმენტი ქალაქ შვერინში (გერმანია) სადაც გავიარე წარმატებით 3 (სამი) თვიანი პრაქტიკა სასტუმრო გოლცჰენერ ჰოფ-ში.
გავლილი აქვს სხვა პროფესიული ტიპის ტრენინგები და მიღებული აქვს სერთიფიკატები.

ასევე გახლავთ სასამართლო სხდომის მდივანი- ბოლნისის რაიონული სასამართლოში.

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

Newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button