პრემიერი პარლამენტს ხვალ წლიურ ანგარიშს წარუდგენს – რა კითხვები აქვს ოპოზიციას

პარლამენტში ხვალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენენ. გიორგი გახარია კანონდებლებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიცია. მათ მთავრობის მეთაურთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

20 ივნისს განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენების გამოძიება, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში – ეს არის იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალი, რომლის დასმასაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ პრემიერისთვის.

“მე მაინტერესებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგვიხსნას, სად მიდის ის თანხები, რომელსაც აცხადებდნენ, რომ ხარჯავენ მოქალაქეების დასახმარებლად. უამრავი მოქალაქე არის დარჩენილი დახმარების გარეშე. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია მოვისმინოთ გასაგებად სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

“გახარიამ და “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინეს ბევრი მძიმე დანაშაული და პირველ რიგში ეს დაკავშირებულია 20 ივნისთან, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით გამოსვლები და კითხვები,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

“ამ დრომდე კანონის თანახმად არ არის მიღებული ნორმატიული აქტი სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე. კანონი ირღვევა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრად წერია, რომ ეს აქტი მთავრობას უნდა მიეღო – ეს უხეში დარღვევაა, რაც არის პრემიერის პასუხისმგებლობა,” – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button