მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონში, სამაშველო ჯგუფმა 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს მიიღეს და დაიწყო სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

ცხედარი დღეს დილით იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button