ვერსია, რომ 19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მორაგბეებმა ნახეს, რეალობას არ შეესაბამება – ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღეს საქმის ფიგურანტი მორაგბეების ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველებმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმისა და საქმეში არსებულ “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანაში მყოფი პირების კავშირზე ისაუბრეს.

ადვოკატების განმარტებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს დაღუპული გიორგი შაქარაშვილი მათ ნახეს, რეალობას არ შეესაბამება

“მანქანა როცა გაჩერდა, ამასობაში მოხდა 2 ადამიანის გაქცევა. სულ იყვნენ 6, ხოლო ეს ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, ერთ-ერთი იყო გიორგი (გარდაცვილილი). ასევე ე.წ. დრონი ახსენა – რკინის ჯოხი, რომელიც თურმე ერთ-ერთ იქ მყოფს მოხვდა. გამოდის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც უკვე ჩნდებიან საქმეში და გადაადგილდებიან “ტოიოტას” ტიპის ავტომანქანით, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება. ესე იგი ის ვერსია, რომ იმ 4-დან ბოლოს როდესაც ნახეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა გიორგი – ეს ვერსია არ შეესაბამება რეალობას.

ესენი შედარებით დიდები იყვნენ და სურვილი ჰქონდათ, დახმარებოდნენ მათ მეგობრებს არათუ ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალურად დახმარებოდნენ. ინტელექტუალური დახმარება გამოიხატება იმაში, რომ გუკა (ოქროს მოწმე) რომ ჩაისვეს მანქანაში ფაქტია, რომ მას კარგად ექცევიან, ამშვიდებენ, აწყნარებენ,” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

“ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც იქ მივიდნენ, მანქანა გააჩერეს დაახლოებით 150 მეტრში. ეს ყველაფერი გადაღებული არის სათვალთვალო კამერებით. მათი გადმოსვლა მანქანიდან, ეჭირათ თუ არა ხელში რამე, ყველაფერი დაფიქსირებულია ამ კამერაზე. გარდა ამისა, დავამატებ, რომ ის ორი პირი, რომლის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავთ, ისინი ყველაზე ბოლოს გადმოდიან მანქანიდან და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კამერაზე,” – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

გარდა ამისა, მცხეთაში სამართალდამცავები იმ ტერიტორიას სწავლობენ, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლოს იმყოფებოდა, ასევე შენობას, სადაც დაბადების დღეზე მყოფი ფოტოგრაფი იმალებოდა.

გარდაცვლილის აქვს მრავლობითი მოტეხილობები, დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ დაზიანებები სიცოცხლეშია მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ. საქმეზე მოწმეების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

უკვე გამოიკითხა საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე – ფოტოგრაფი, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.

მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button