ვაკეში წაქცეულმა ხემ ორი ავტომანქანა მოიყოლა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა. დაზიანებულია ორი ავტომანქანა.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button