ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში – 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგის შემდეგ ცუნამის ელოდებიან

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – “ევრონიუსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ცნობით, ძლიერი და საშუალო სიმძლავრის რყევა ორმა მილიონმა ადამიანმა იგრძნო.

მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდებაც შეფერხდა.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია ცუნამის საფრთხის შესახებ იუწყება – სტიქიას ოაქსაკას სანაპიროსთან ელოდებიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button