ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის ფაქტობრივმა მმართველმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური მიწოდებები, ასევე, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობისა და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული 768 775 ლარის ღირებულების 1 338 მ3 მასალა, რითაც მიიღო 106 936 ლარის დღგ-ის უკანონო ჩათვლა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button